2023 წლის 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. აღნიშნულს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელTwitter-ზე ეხმაურება.საქართველო არის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის - „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას“ მთავარი სპონსორი, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ამასთან, მხარდაჭერა დადასტურდა საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაში მონაწილეობით, " - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
