საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge მხარდამჭერ ორგანიზაციებთან: სს „თიბისი ბანკთან“, სს „ბაზისბანკთან“, სს „ემბისისთან“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს, სახელწოდებით „ჩემი გზა ემიგრაციაში”.
კონკურსის ფარგლებში ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ შეიქმნება ტექსტური და ვიდეო მასალა, რომელთა საშუალებით ავტორები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიზნობრივ აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გაუზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე.
კონკურსი ცხადდება 2 კატეგორიაში:
კატეგორია „ბლოგი“ - ტექსტური ფორმატის ნამუშევრებისთვის;
კატეგორია „ვიდეო“ - ვიდეოფორმატის („Vlog“ ან „Motion Design“) ნამუშევრებისთვის.
ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 სექტემბერი;გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2024 წლის 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს;
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად, რომელსაც მოჰყვება ფინალური, გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება;
I ეტაპზე, 2024 წლის 4 დეკემბერს ჟიურის ერთობლივი შეფასების საფუძველზე შეირჩევა არაუმეტეს 20 ნამუშევარი, ამასთან, არაუმეტეს 10 ნამუშევარი თითოეულ კატეგორიაში. კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს ამა თუ იმ კატეგორიის მასალები და/ან გამოაცხადოს კონკურსი ჩაშლილად, თუ შემოსული ნამუშევრების ხარისხი, თემატიკა არ პასუხობს კონკურსის პირობებს;
I ეტაპის ფარგლებში გადარჩეული ნამუშევრები 2024 წლის 4 დეკემბერს გამოქვეყნდება www.finedu.gov.ge-ზე და მის ოფიციალურ „Facebook-ის“ გვერდზე - www.facebook.com/finedu.gov.ge, ფინედუ იტოვებს უფლებას, ტექსტური ნამუშევარი გააფორმოს ვიზუალური ელემენტებით, საკუთარი შეხედულებისამებრ;
ნაშრომებსა და მათ ავტორებზე, რომლებიც ვერ მოხვდნენ I ეტაპის შერჩეულ ნამუშევრებში, ინფორმაცია არ გასაჯაროვდება და არც ჟიურის წევრებს მიეწოდებათ ინფორმაცია ავტორების ვინაობასთან დაკავშირებით;
II ეტაპზე, ფინალში, I ეტაპის ფარგლებში გამოქვეყნებული ნამუშევრებიდან, გამოვლინდება სულ 6 გამარჯვებული;
გამარჯვებულები გამოვლინდებიან და გასაჯაროვდებიან კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე, 2024 წლის 18 დეკემბერს, ემიგრანტთა საერთაშორისო დღეს. ღონისძიება გაიმართება „ონლაინ“, „Zoom“ პლატფორმის მეშვეობით, რომელზეც მოწვეული იქნებიან ფინალისტები. ღონისძიება შეიძლება გადაიცეს პირდაპირი („Live“) ჩართვითაც, რის შესახებაც ფინალისტები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 6 გამარჯვებული, აქედან თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ქვემოთ მოცემული პრიზებით:
კატეგორია „ბლოგი“:
I ადგილი - 2000 (ორი ათასი) ლარი.
II ადგილი - 1000 (ათასი) ლარი.
III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი.
კატეგორია „ვიდეო“:
I ადგილი - 2000 (ორი ათასი) ლარი.
II ადგილი - 1000 (ათასი) ლარი.
III ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფინედუს გვერდს:
მისამართი: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1;
ცხელი ხაზი: (+995)0322406406;
ელ. ფოსტა: info@finedu.gov.ge;
ვებ-გვერდი: https://www.finedu.gov.ge/;
„Facebook-ის“ გვერდი: https://www.facebook.com/finedu.gov.ge/.