პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის ფორუმზე დედაენის დღის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული დიასპორელი ბავშვები დააჯილდოვეს


30.06.2024

გრძელდება დიასპორის ფორუმი - „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“. 2024 წლის 28 ივნისს, ღონისძიებაზე, დააჯილდოვეს დედაენის დღის ფარგლებში, გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული დიასპორელი ბავშვები.

კონკურსში, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავდა:

კონკურსის ფარგლებში 13 გამარჯვებული გამოვლინდა. 

აღსანიშნავია, რომ დიასპორის ფორუმის ფარგლებში, მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა. 

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.