მიმდინარე წლის 13 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით, შვეიცარიის ქ. ბაზელში გაიმართება ევროვიზიის სიმღერის რიგით 69-ე საერთაშორისო კონკურსი. წელს კონკურსზე, სადაც 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს სიმღერით: „თავისუფლება“ - https://www.youtube.com/watch?v=c3wu0dUNd4c.
მარიამ შენგელია მაყურებლის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. შოუ, მონაწილე ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერში ცენტრალური ევროპის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. ქართველი კონკურსანტის წარმატებისთვის - ფინალში გადასვლისთვის, აუცილებელია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა. უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა უნდა უყურონ ადგილსამყოფელი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს და გადაცემაში აღნიშნული მითითებების შესაბამისად ხმა მისცენ ქართველ მონაწილეს.
მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია: ისლანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, იტალია, მალტა, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი, მონტენეგრო, უკრაინა, საბერძნეთი, კვიპროსი, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე.
მარიამ შენგელიას წარმატების მისაღწევად, მნოშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიური მხარდაჭერა. თქვენმა ხმამ შესაძლოა საქართველოს ფინალის საგზური და გამარჯვება მოუტანოს.
ერთად ვუყუროთ ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსს და მხარი დავუჭიროთ ქართველ მონაწილეს!