დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების აქტუალობას და მასშტაბურობას, ასევე, კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, მათ ინფორმირებულობას თავად პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.
„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შემოსული 61 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 20 გამარჯვებული: ამერიკის შეერთებული შტატები - მამუკა ალადაშვილი, ფიქრია ბარბაქაძე, ბექა გოგინაშვილი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - მარინა მარღიშვილი; ესპანეთის სამეფო: რუსუდან ნოზაძე, დემნა ამაღლობელი, ვერიკო გერგედავა, იტალიის რესპუბლიკა: ნუნუ გელაძე, ბეგლარ თავართქილაძე, ნინო მამუკაძე, საბერძნეთის რესპუბლიკა - ნინო ბაჯელიძე, ნიკოლოზ გავრიელიდი, ხატია გოშუა, სალომე დარსაველიძე, რევაზ კიკნაძე, მაგდანა ნიკოლაიდუ, თამარი სამხარაძე, კონსტანტინე შენგელია, ლაინე პაპიძე, შვეიცარიის კონფედერაცია - ლია ყავლაშვილი ჰორსტი.
„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 32 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 24 გამარჯვებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა - ვასილ პაპიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატები - თამარ მიქაძე, ილია სვიანაიძე, რუსუდან გალდავა, ბელგიის სამეფო - იმედა ყავლაშვილი; გერმანიის ფედერეციული რესპუბლიკა - უჩა ბირკაძე, ხათუნა კეთილაძე, ესპანეთის სამეფო - მარიკა ქურასბედიანი, ნანა ფურცელაძე, იტალიის რესპუბლიკა - ხათუნა კაპჭელაშვილი, კანადა - ნონა ბერიკაშვილი, საბერძნეთის რესპუბლიკა -რუსუდან საბაძე, ზაზა გიუნაშვილი, შოთა ცქვიტიშვილი, შმაგი ჯიმშერაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკა: თეონა ვარშანიძე, მარიამ შუბითიძე, მაია ბარათაშვილი, ნანა მაისურაძე, რუსეთის ფედერაცია - სოფიკო ლიპარტელიანი, ყაზახეთის რესპუბლიკა - დიმიტრი ბახტურიძე; შვედეთის სამეფო - ბექა თამაზაშვილი, ლელა კუხიანიძე, თინათინ შოშიაშვილი.
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 70 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 14 გამარჯვებული: ზალინა გორგილაძე - ავსტრიის რესპუბლიკა, მარიამ კვარაცხელია - ამერიკის შეერთებული შტატები, დაჩი ჯიხვაძე - ბელგიის სამეფო, ნია გოგოლაძე - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ელენე ნიკოლაიშვილი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დეა მაღალაშვილი - ესპანეთის სამეფო, ილია მუშკუდიანი - ესტონეთის რესპუბლიკა, ლიკა არევაძე - ირლანდიის რესპუბლიკა, ნინო ჩაჩუა - იტალიის რესპუბლიკა, მაკა ტოხიშვილი - კანადა, მარიამ კუპატაძე - ლატვიის რესპუბლიკა, მარიამ გრიგოლიშვილი - ლიეტუვის რესპუბლიკა, ნინო ტაბატაძე - უნგრეთი, თამარ ქვლივიძე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავს ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, ახალგაზრდა თანამემამულეების ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამ მიზნით, პროგრამების გამარჯვებულები, პროექტის ფარგლებში, განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.