საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 2025 წლის 1 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით, კახეთში, გაიმართება Tech Connect ბანაკი ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
ბანაკის მიზანია ადგილობრივი და ემიგრანტი სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივება. ასევე, თანამშრომლობითი კავშირების ჩამოყალიბება, კულტურათაშორისი კავშირების შექმნა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას Tech Connect ბანაკში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო ტენდენციებს, ჩაერთონ ტრენინგებსა და ვორკშოპებში STEAM მიმართულებებით და პროფესიის არჩევისას მიიღონ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის 25 მოზარდს. ბანაკის განხორციელების დროს მონაწილე უკვე უნდა იყოს მინიმუმ 14 წლის. ბანაკის ხანგრძლივობაა 6 დღე. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ.
ბანაკში მონაწილეთა მიღება უკვე დაწყებულია და გრძელდება 20 ივლისამდე. მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, მარიამ მამესწარაშვილს - ტელ.: +995 32 294 50 00 (3102); მობ.: +995 595 964 000 (WhatsApp); დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს II მდივანს, მაკა აფხაზავას - მობ: +995 598 25 16 16 (WhatsApp); დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს III მდივანს, ანა ბაქრაძეს - +995 551 855 755 (WhatsApp).
ბანაკის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: